ჩვენ ვართ ბრენდი, რომელიც ზრუნავს თქვენსა და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობაზე, საკუთარი მრავალფეროვანი, ყოველთვის ნატურალური და ჯანსაღი პროდუქციით. სოფლის ნობათის რძის ნაწარმი გამოირჩევა მაღალი ხარისხით და დამზადების ტრადიციული მეთოდით. ამიტომ სოფლის ნობათის ნაწარმი ყოველთვის არის თქვენი ოჯახის ჩაუნაცვლებელი წევრი.
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია სოფლის ნობათი 2008 წელს შემოვიდა ქართულ ბაზარზე და დღემდე რძის პროდუქტების სფეროში ოპერირებს.
სოფლის ნობათი 2010 წელს შეუერთდა კორპორაცია PepsiCo-ს ჯგუფს, შესაბამისად კომპანიაში დანერგილია უმაღლესი სტანდარტები, რომლებიც მომხარებლისთვის ხარისხიანი პროდუქტის უწყვეტად მიწოდებას უზრუნველყოფს.
დღეს სოფლის ნობათი სამი მიმართულებით აწარმოებს რძის პროდუქტებს: სოფლის ნობათი, სოფლის ნობათი რჩეული და სოფლის ნობათი საბავშვო (პირველი ქართული ლიცენზირებული საბავშვო საკვები). პროდუქციის სამივე ხაზი არის უნიკალური და ამავდროულად ჯანსაღი და სასარგებლო.
ჩვენ მხოლოდ ისეთ პროდუქტებს ვაწარმოებთ რომლებითაც ვამაყობთ.